ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, გზის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში, ე.წ დარბაიძეების, შუბითიძეების, ხაჩიძეებისა და ციცქიშვილების უბანში, გზის 1-კილომეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. ინფორმაციას ამის შესახებ ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, 400 მეტრზე სანიაღვრე არხი მოეწყო.
„სოფელ ყვიბიში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას ართულებდა.
ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება აქვთ, განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით იმოძრაონ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 407 999 ლარი გამოიყო,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
























