ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების, 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო.
მათივე ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
„საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია on-line რეჟიმში, აღნიშნულ ბმულზე – http://onlinereg.moh.gov.ge/login.html
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე ინფორმაცია ეგზავნება.
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში მიმდინარეობს, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ).
შესაბამისი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადისგან გათავისუფლდებიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი, ასევე შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე.
გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე – http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/695/695,“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.