სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რიგით მეშვიდე გათამაშება გაიმართა, სადაც გათამაშების გამარჯვებულს სოლიდური პრიზები გადაეცათ. ამით საიუბილეო გათამაშება დასრულდა. ბილეთების გაცემა 2022 წლის 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდა. წელს „მაგნიტი“ 7 წლის ხდება. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა გათამაშების წესები და პირობები. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა ჰქონდათ.
7 თვის განმავლობაში თამაშდებოდა:
7 ცალი iPad Air;
7 ცალი PlayStation 5;
7 ცალი iPhone 13 Pro Max;
7 ცალი MacBook Air;
7 ცალი "მაგნიტის" 1000 ლარიანი ვაუჩერი;
7 ცალი 2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
და 7 ცალი სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.
დასკვნითი გათამაშების სუპერ პრიზის 100 000 ლარის მფლობელი ნინო ჯალაღონია გახდა, რომელიც ფოთში ცხოვრობს და მისთვის უდიდესი სიხარული აღმოჩნდა ეს გამარჯვება.
„ „მაგნიტის“ აქტიური და ხშირი მომხმარებელი ვარ, შესაბამისად, გათამაშების მიმდინარეობისას, ყოველ თვე მქონდა ბილეთები და ველოდი ვანიკოს ზარს. ბოლოს, როდესაც რეალურად დამირეკა და მითხრა „მაგნიტის“ გათამაშებიდან გირეკავთო, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი და ძალიან დავიბენი. ახლაც არ გამოვსულვარ იმ საოცარი ემოციებისგან, რასაც სუპერ პრიზის მოგების დროს განვიცდიდი. მადლობა „მაგნიტს“ ამ დიდი სიხარულის და ბედნიერების მონიჭებისთვის.“ - ნინო ჯალაღონია.
პრიზის მოგების შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ ყველა მომხმარებელს ჰქონდა. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მათ გათამაშების ერთი ბილეთი გადაეცემოდათ. ბილეთი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პატარა ზომის შევსებულ ნაწილს მომხმარებლები „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ ყუთში აგდებდნენ, მეორე დიდ ნაწილს კი ინახავდნენ. გათამაშება ყოველ თვე, ჯამში 7-ჯერ გაიმართა, სადაც პირდაპირ ეთერში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გათამაშების იღბლიანი გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლინდნენ. მათ გათამაშებიდან 30 დღე ჰქონდათ იმისთვის, რომ მომგებიანი ბილეთის შენახული ნაწილი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარმოედგინათ. „მაგნიტი“ კი არაუგვიანეს 6 დღისა მათ კუთვნილ პრიზებს გადასცემდა.
კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარებით, ასევე იმ პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“ მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს.
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300 ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
(R)