ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ

ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო - მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 16 ოჯახს გადაეცემა.

ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.

„ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა უმოკლეს დროში განხორციელდეს დარჩენილი ოჯახების დოკუმენტაციების შესწავლა და ბინების საკუთრებაში გადაცემა“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ ოჯახებს ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო