ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის ქვემო ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს შექმნის თაობაზე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

,,ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნა ერთ-ერთ მთავარ და პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს ქვემო ქართლის რეგიონისთვის. შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ სააგენტოს ფუნქციები და საქმიანობა, ვიმსჯელეთ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის შექმნის აუცილებლობაზე და დავგეგმეთ სამომავლოდ გასატარებელი რეფორმები”, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილმა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარი მიმართულია ცხოველთა დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებისაკენ და პოპულაციების კონტროლის უზრუნველსაყოფად.

სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, კახეთის და შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს ხელმძღვანელები, კონცეპტუალური პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს