ქუთაისი 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა  და ინფლუენსერებს მასპინძლობდა

ქუთაისი 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს, ბლოგერებსა და ინფლუენსერებს მასპინძლობდა „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ყველა იმ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ქუთაისის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს, მერიის მხარდაჭერა ექნება.

„ტურიზმის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან კარგად გვესმის, როგორი მნიშვნელოვანია ქუთაისის განვითარებისთვის ქალაქის ცნობადობის ამაღლება მსოფლიო ტურისტულ სივრცეში. სწორედ, ამ მიზნით დავუჭირეთ მხარი საერთაშორისო პროექტს „GET LOST WIZZAIR“ – „დაიკარგე Wizz air-თან ერთად."

ჩვენი სტუმრების მიერ სხვადასხვა პლატფორმებზე გამოქვეყნებული ყველა ამბავი, ისტორია, ფოტო, თუ ვიდეო კადრი ქუთაისიდან, სტიმული გახდება მრავალი ტურისტული კომპანიისა, თუ ცალკეული ვიზიტორისთვის, რომ დანიშნულების ადგილად რაც შეიძლება ხშირად მიუთითონ ქუთაისი.

ასეთივე მხარდაჭერა ექნება ჩვენგან ყველა იმ საერთაშორისო პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ქუთაისის პოპულარიზაციას სხვადასხვა მიმართულებით",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ