გორის მერია -  ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი „საზაფხულო ბანაკი 2022" გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტი „საზაფხულო ბანაკი 2022" გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტი, რომელიც „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება, ბაკურიანში ხორციელდება.

„ბანაკი ხვალიდან ახალგაზრდების ბოლო ნაკადს მასპინძლობს.

ბანაკის პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. ახალგაზრდებს უტარდებათ შემეცნებითი ტრენინგები სხვადასხვა თემების შესახებ. ისინი აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.

ბანაკი, ჯამში კონკურსის წესით შერჩეულ 200 ბენეფიციარს მასპინძლობს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე მიემგზავრება. ისინი ბაკურიანში ოთხ სრულ დღეს რჩებიან.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი" ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო