მიხეილ სარჯველაძე საქართველოში დარეგისტრირებულ რუსულ ბიზნესზე - გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საგანგაშო დასკვნების გაკეთების მიზეზს ვერ ვხედავ

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებად მიიჩნევა, რომ მეწარმეებს რეგისტრაციის დროს წესდებაში კონკრეტული საქმიანობის მითითება არ სჭირდებოდეთ - ეს საწესდებო ავტონომიის ერთ-ერთი გამოვლინებაა - ასე განმარტებას აკეთებს "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "საქსტატის" ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, საქართველოში 5 თვეში 7 459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, საიდანაც მხოლოდ 4-ის საქმიანობის სფეროა ცნობილი.

სარჯველაძის განცხადებით, არც ერთ ინდივიდიალურ მეწარმეს, არც ერთ კორპორაციას წესდებაში საქმიანობის საგნის განსაზღვრა არ მოეთხოვება.

„ბუნებრივია, ეს წესი ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ვერ იქნება. ამიტომ მგონია, როდესაც ასეთ დაკვირვებას ვაწარმოებთ, ზოგადი მაჩვენებლი რომ ნახოთ როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ სახელმწიფოში, აღმოაჩენთ, რომ ეს უცნაურობა არ არის. მგონია, რომ არც რაოდენობა უნდა იყოს საგანგაშო - თუ წინა წლის სტატისტიკასა და მონაცემებს შევადარებთ ან გავაალიზებთ რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული კომპანიებიდან რამდენია ეთნიკური ქართველი, აღმოაჩენთ, რომ სურათი არც ისე დრამატულია, როგორც ამის წარმოჩენას შეიძლება ვინმე რაღაც მონაცემებზე დაყრდნობით ცდილობდეს. გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საგანგაშო დასკვების გაკეთების მიზეზს ვერ ვხედავ - ოდნავ სიღმეში ჩასვლა საკმარისია მივხვდეთ, რომ საგანგაშო დასკვნების მიზეზი არ არსებობს", - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, საქართველოში 1-ელი მარტიდან 1-ელ აგვისტომდე 7459 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა. როგორც სააგენტოს „საქსტატიდან“ აცნობეს, დარეგისტრირებული რუსული ბიზნესიდან 544 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), 6913 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო 2 უცხოური საწარმოს ფილიალია. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში დარეგისტრირებული 544 რუსული შპს-დან 542-ს საქმიანობა უცნობია, 1 კომპანიის საქმიანობის სფერო ყავის გადამუშავება, კიდევ 1-ის კი რესტორნების გარეშე სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებებია.

რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ 6913 რუს ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ შემთხვევაშიც ცნობილია მხოლოდ 2-ის საქმიანობა, 6911-ის საქმიანობის სფერო კი, „საქსტატის“ ცნობით, მათთვის უცნობია.

ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი რუსული ბიზნესი - კერძოდ, 2169 მარტში დარეგისტრირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში საქართველოში რეგისტრაცია გაიარა 147-მა რუსულმა შპს-მ, 2021-მა ინდივიდუალურმა მეწარმემ და ერთმა უცხოური საწარმოს ფილიალმა. აპრილის თვეში 1601 რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა, მაისში 1370, ივნისში - 1219 და ივლისში - 1100.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს