სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტების ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკურ სუბიექტების ნაწილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრაში „გირჩის“, „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მონაწილეობენ.

მმართველი გუნდიდან მათ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე ხვდებიან.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ახალი სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო ომბუდსმენის წარდგენის პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს, ასევე უზრუნველყოფილი იყოს ოფისის ეფექტური ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს