მამუკა მდინარაძე - რატომ იყო ასეთი ტენდენციური თუ არაკომპეტენტური ვენეციის კომისიის დასკვნა? - ცუდი ვერსიაა, რომ ამას კონკრეტული საფუძველი გააჩნია და კარგი ვარიანტია, რომ შეცდომაა

რატომ იყო ასეთი ტენდენციური თუ არაკომპეტენტური შუალედური დასკვნა? ცუდი ვერსიაა, რომ ამას კონკრეტული საფუძველი გააჩნია და კარგი ვარიანტია, რომ შეცდომაა, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის შეფასებას, რომლის მიხედვით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და გადახედვას საჭიროებს.

მისივე შეფასებით, რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება გაგვახსენდეს, თუ რატომ იყო ამგვარად ტენდენციური ასეთი ავტორიტარული ორგანო.

„ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ მეტყვით რა სამართლებრივი არგუმენტი ეწერა, თუ რატომ არის რაღაც ცუდი. მგონია, რომ ეს უცნაურობა ამ შეფასების დონეზე უნდა დავტოვოთ. რამდენიმე თვის შემდეგ შეიძლება გაგვახსენდეს რატომ იყო ამგვარად ტენდენციური ასეთი ავტორიტარული ორგანო. არგუმენტები არ აქვთ, საუბრობენ დაჩქარებაზე და დაჩქარებული წესით არ მომხდარა ამ კანონპროექტის მიღება, მიუთითებენ „ლინკს“ მოსმენების კანონზე და სასამართლოს კანონზეა საუბარი. რატომ იყო ასეთი ტენდენციური თუ არაკომპეტენტური შუალედური დასკვნა? ცუდი ვერსიაა, რომ ამას კონკრეტული საფუძველი გააჩნია და კარგი ვარიანტია, რომ შეცდომაა, თუმცა კარგი ვარიანტების არ მჯერა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია მმართველი გუნდის მიერ ფარულ მოსმენა-მიყურადების შესახებ მიღებულ კანონს ნაჩქარევად მიღებულს უწოდებს და პარლამენტს მისი გადახედვისკენ მოუწოდებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებით, სამართალდამცავ უწყებებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ფარული მიყურადების განხორციელების ვადები ეზრდებათ. გარდა ამისა, იზრდება იმ დანაშაულების ჩამონათვალი, რომელთა გამოძიების დროსაც სამართალდამცავებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შეუძლიათ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო