რეზო ხარაზი - თორნიკე რიჟვაძე სიამაყით ამბობს, რომ ბევრი ტურისტი მიიღო და გახარებულია - ჩამოვიდეს მახინჯაურში და რეალურად ნახავს, რა მდგომარეობაა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, მახინჯაურში და თამარის დასახლებაში ორი სკვერის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები თვეზე მეტია შეჩერებულია.

რეზო ხარაზის თქმით, მახინჯაურში ტურისტულ ზონაში ინფრასტრუქტურა მოშლილია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბათუმის მერს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს.

„საქალაქო ინფრასტრუქტურის სამსახურმა ტენდერი გამოაცხადა მახინჯაურში და თამარის დასახლებაში ორი სკვერის მოსაწყობად. სკვერებისთვის მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, შემსრულებელ კომპანიას 300 ათასი ლარი უკვე ჩაერიცხა, ტურისტულ სეზონზე სამუშაოები კი ერთი თვეა შეჩერებულია. მახინჯაურში სველი წერტილების პრობლემაა, პლაჟის ინფრასტრუქტურა კატასტროფულ მდგომარეობაშია. რკინიგზის სადგურზე კი ანტისანიტარიაა.

ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს მივმართავთ, რომ ბათუმი მხოლოდ ასათიანი, მემედ აბაშიძის და რუსთაველის ქუჩები არ არის. ბათუმი არის მახინჯაურის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე ტურისტულია. გარეუბნებში უამრავი ტურისტი მიდის და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ხვდება.

თორნიკე რიჟვაძე სიამაყით ამბობს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვლილი აქვს, ბევრი ტურისტი მიიღო და გახარებულია, ჩამოვიდეს მახინჯაურში და რეალურად ნახავს, რა მდგომარეობაა. მახინჯაურში მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო გადაადგილება უჭირთ. გარე განათება არ მუშაობს, 90-იანი წლების მახინჯაურს გაგონებს“,- განაცხადა რეზო ხარაზმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა