კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, გიორგი ალადაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან არის, საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის წლების განმავლობაში მუშაობდა კახეთის რეგიონში.

კახეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ლერი ბარნაბიშვილმა კახეთის ყოფილ გუბერნატორს ირაკლი შიოშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა.

„გიორგი ალადაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან არის, კახეთის მხარის ახალი რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში. გიორგი ალადაშვილს საჯარო სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, მათ შორის ახალი სახელმწიფო რწმუნებული მუშაობდა კახეთის რეგიონში წლების განმავლობაში და მან კარგად იცის რეგიონის სპეციფიკა საჭიროებები და გამოწვევები. დღეს ჩვენ ახალი გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს წარვუდგინეთ“,-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

თავის მხრივ, ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.

„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს მთავრობას გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ დავიკავო სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა კახეთის რეგიონში, რეგიონი ჩემთვის უცხო არ არის, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტიდან ვარ, წლების განმავლობაში ვმუშაობდი კახეთის რეგიონში, ვაპირებ, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილზე გავეცნო იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას“,- განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო