პროკურატურამ სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იხილავს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალექსანდრე სამხარაძე.

პროკურორის განმარტებით, მტკიცებულებების მიხედვით სახეზეა, რომ სამხარაძემ დანაშაული ჩაიდინა და იმ მიზნით რომ სასამართლოს თავი არ აარიდოს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას აღკვეთის ღინისძიება.

პროკურორის თქმით, საქმეზე გრძელდება გამოძიება და არ არის გამორიცხული დამანაშავე პირთა წრე გაიზარდოს. საბოლოო ჯამში, ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ გირაოს მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს, რადგან არ არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და სხვა სახის დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალექსანდრე სამხარაძეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება