მამუკა მდინარაძე ბაქრაძის დანიშვნაზე - პრეზიდენტმა კომპეტენციის ფარგლებში წარდგენილ კანდიდატურას ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა - ჩვენი ოპონენტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონიერ ქმედებას მძევლობას არქმევენ

პრეზიდენტმა კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა და ჩვენი ოპონენტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას მძევლობას არქმევენ, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში საქართველოს ელჩად, დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ საქართველოს მთავრობას გარკვეული მითითებები დასჭირდა.

„პრეზიდენტის უფლებამოსილება არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი - კონსტიტუციაში ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ წერია და ეს ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ამ კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა და ჩვენი ოპონენტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას მძევლობას არქმევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო