ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნენ.

ამ ეტაპზე, რეგიონში, 6,3 მლნ ლარის ღირებულების 6 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, რეგულარულად, დამატებით, 2 740 ჰექტარი სავარგული მოირწყვება.

„ფერმერებმა რომ ხარისხიანი, უხვი მოსავალი და, შედეგად, მეტი შემოსავალი მიიღონ, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხარდაჭერით, ათეულობით მილიონს ვხარჯავთ სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შიდა ქართლის რეგიონში, რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ სატუმბი სადგური, საიდანაც ნადარბაზევის ტბის შევსება ხორციელდება და შემდეგ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გარკვეული ნაწილი მშენებლობის უკვე დასრულებულია და სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია. ჩვენ ვაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. „პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა 30 წელი არ ფუნქციონირებდა.

ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, 59,5 მლნ ლარის ღირებულების 92 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგულარულად, დამატებით, 17 600 ჰექტარი ირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 15 600 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს მელიორაციამ, გორის მუნიციპალიტეტში, ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე გაეცნენ.

ამ ეტაპზე, რეგიონში, 6,3 მლნ ლარის ღირებულების 6 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, რეგულარულად, დამატებით, 2 740 ჰექტარი სავარგული მოირწყვება.

„ფერმერებმა რომ ხარისხიანი, უხვი მოსავალი და, შედეგად, მეტი შემოსავალი მიიღონ, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უზრუნველყოფილი იყოს სარწყავი წყლით. სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე დონორების მხარდაჭერით, ათეულობით მილიონს ვხარჯავთ სარწყავი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. შიდა ქართლის რეგიონში, რამდენიმე წლის წინ აღვადგინეთ სატუმბი სადგური, საიდანაც ნადარბაზევის ტბის შევსება ხორციელდება და შემდეგ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გარკვეული ნაწილი მშენებლობის უკვე დასრულებულია და სოფელ ნადარბაზევის, ხურვალეთის, ჩობალაურის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია. ჩვენ ვაგრძელებთ სამშენებლო სამუშაოებს, პროექტის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ჯამში, 14 კილომეტრი სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობა. „პროექტის ღირებულება 2,7 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სარწყავი სისტემა 30 წელი არ ფუნქციონირებდა.

ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დაწყებულია. აღდგენითი სამუშაოები უტარდება წყალგამანაწილებელი არხის 6,5 კმ სიგრძის მონაკვეთს. სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამატებით 600 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

2012 წლიდან დღემდე, შიდა ქართლის რეგიონში, 59,5 მლნ ლარის ღირებულების 92 სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. შედეგად, რეგულარულად, დამატებით, 17 600 ჰექტარი ირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 15 600 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო