სერგი კაპანაძე - მოტყუების ტაქტიკას „ქართული ოცნება“ ბევრჯერ მიმართავდა და არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამჯერად გადაიფიქრა და აპირებს, ომბუდსმენი დათმოს

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, არ წარადგინოს სახალხო დამცველობის კანდიდატი, „მოტყუების ტაქტიკაა“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კაპანაძემ განუცხადა, მმართველი გუნდი ომბუდსმენის კანდიდატურას მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების მეშვეობით წარადგენს.

„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად დაპირება, რომ კანდიდატს არ წარადგენს, ტყუილად გამოუყენებია. თვითონ არ წარადგენს, ნიშნავს იმას, რომ პარტია არ წარადგენს, თორემ წარადგენენ ხოლმე მასთან დაახლოებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მისი ჯიბის ოპოზიცია, ან აკადემიური წრეები. სანამ ეს დეტალები არ იქნება ცნობილი, შეფასების გაკეთება ძნელია. ამ წუთის გადასახედიდან, მგონია, რომ ზუსტად იმავეს აპირებს, რასაც აქამდეც ხშირად მიმართა - რეალურად არა ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ წარდგენა, არამედ მათთან დაახლოებული პირების მიერ წარდგენა. ბევრი მაგალითი გვაქვს, რომ აფილირებული არასამთავრობოები ან ე.წ. აკადემიური წრეები წარადგენენ ხოლმე - ეს არის იაფფასიანი გამოსაძრომი, ამიტომ უნდა ვნახოთ, ზუსტად რა იგულისხმება ამის უკან.

საბოლოოდ ის პაკეტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირმა დაუდგინა შესასრულებლად, კიდევ უფრო ბევრ სხვა მნიშვნელოვან რეფორმას ითვალისწინებს. ამიტომ, სულ რომ გადაწყვეტილება მიიღონ და რეალურად მათ არ წარადგინონ, ეს არ ნიშნავს, რომ მათ შეასრულეს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა, ბევრი უფრო მნიშვნელოვანი რეფორმაა გასათვალისწინებელი. მაგალითები გვყავს სუს-ის უფროსი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი - ყველა ეს პირი ქაღალდზე „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი არაა, მაგრამ რეალურად მათი წარდგენილია. იგივე ეხება ცესკო-ს თავმჯდომარეს. ასევე, არც სალომე ზურაბიშვილი იყო პარტიული კანდიდატი. მოტყუების ტაქტიკას „ქართული ოცნება“ ბევრჯერ მიმართავდა და არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამჯერად გადაიფიქრა და აპირებს, რომ ომბუდსმენი დათმოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არ წარდგენის გზით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო