ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოების 70 % უკვე შესრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველად, სოფლის ისტორიაში წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი და საქლორატორო ეწყობა.

„პროექტის შედეგად ნატანების მოსახლეობა, უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამუშაოებს 3 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.