სალომე სამადაშვილი - ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „ქართული ოცნების" დამსახურებით არ აქვს

დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ დიახ, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი „ქართული ოცნების" დამსახურებით არ აქვს და ერთადერთი მიზეზი რის გამოც სტატუსი ვერ მივიღეთ, არის ის, რომ მმართველმა გუნდმა ევროკავშირი მოატყუა, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა, - აღნიშნული განცხადება "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთანხმებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს, მათ შორის გენერალური პროკურორის არჩევის წესზე, "რადგან ეს არ არის მენიუ, საიდანაც "ქართულ ოცნებას" შეუძლია აირჩიოს, რას გააკეთებს და რას - არა".

"ჩვენ ცალსახად ვამბობდით, რომ სწორედ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლა, "ქართული ოცნების" მიერ ევროკავშირის მოტყუება და შეთანხმებით აღებული ვალდებულებების არშესრულება გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღეთ. დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ დიახ, დრო რომ არ დაგვეკარგა და თავის დროზე მიშელის შეთანხმების მოთხოვნები შესრულებულიყო, შესაძლოა, კანდიდატის ქვეყნის სტატუსი უკვე გვქონოდა.

ყველა საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შეთანხმებით არის გათვალისწინებული, ჩვენ მხარს დავუჭერთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეთანხმების ყველა მოთხოვნა უნდა შესრულდეს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

"ქართული ოცნება" მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევა 3/5-იანი კვორუმით მოხდეს და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს. საუბარია გენერალური პროკურორის არჩევის იმ წესის ამოქმედებაზე, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ფარგლებში პარლამენტს წარედგინა, თუმცა პროექტის პირველი მოსმენით მიღების დროს აღნიშნული წესის მიღებაზე უარი ითქვა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო