ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძარია

ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში, მიუვალ ადგილზეა გაჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცეცხლის სამი კერა ჩანს, თუმცა, რა ფართობზეა გავრცელებული, ჯერ უცნობია.

ხანძრის ზონაში სამაშველო სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან.