ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალი წელს მეათედ იმართება და ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ნიქოზს სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. ერთკვირიანი ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ფილმების ჩვენება, გამოფენების მოწყობა, კლასიკური და ფოლკლორული მუსიკის კონცერტები.

გორის მერმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმბოლურია ასეთი ღონისძიების იმ სოფელში ჩატარება, რომელიც ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარეობს და სადაც 14 წლის წინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ხელოვნების ენა უნიკალურია. მას შეუძლია შერიგების პროცესის დაჩქარება. როგორც დღემდე, გორის მერია მომავალშიც გააგრძელებს ღონისძიების მხარდაჭერას", - აღნიშნა მან.

ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფესტივალი 6 სექტემბერს დასრულდება.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს