ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ დროისთვის წყალგამტარი რკინაბეტონის მილების მოწყობა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს.

„თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს.

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა - ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა