ლენტეხის მუნიციპალიტეტი - შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სოფლებში რცხმელურსა და ნაღომარში დასრულდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულება ნაღომარი-10,988,25ლ; რცხმელური-182,862,16 ლარს შეადგენს.
სამუშაოები შ.პ.ს. „ფარაონმა’’ განახორციელა.
























