დავით უსუფაშვილი - არ ვიცი, როდის მიხვდა სალომე ზურაბიშვილი, რომ ყველას გვისმენენ - გუშინ?! ესე იგი, მანამდე ტელეფონი არ ჰქონია

მე არ ვიცი, როდის მიხვდა სალომე ზურაბიშვილი, რომ ყველას გვისმენენ - გუშინ?! ესე იგი, მანამდე ტელეფონი არ ჰქონია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ზოგადად მისი გუშინდელი განცხადებები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ "ქართული ოცნების" პირობებში სახელმწიფოს მართვის სისტემა დარღვეულია.

„საკითხები, რომელიც უნდა წყდებოდეს, იხილებოდეს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტის შეხვედრის დროს, რათა მათ ორივემ ერთად და თითოეულმა ცალ-ცალკე უკეთ წარმოადგინონ ქვეყანა, რადგან ერთი სახელმწიფოს მეთაურია, მეორე მთავრობის მეთაური, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ საერთოდ არ აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი და ურთიერთობა და მედიის მეშვეობით, გადაძახილებით ესაუბრებიან ერთმანეთს, ეს არის დაუშვებელი. ეს არის იმ მანკიერი მმართველობის სისტემის ბრალი, რაც დამკვიდრებულია ამ ქვეყანაში. ასეთი დანაბარებით საქმეები ვერ კეთდება, რადგან ამის მიღების შემდეგ ერთი იქნება თუ მეორე, სწორედაც ჯინაზე არ გააკეთებს ამას",- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველანი სადმე რომ შევდივართ და საუბარი გვინდა, იმაზე ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვოთ თუ გავიტანოთ".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო