კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი თელავში რთველის შტაბში სამუშაო პროცესს გაეცნო

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლასთან ერთად, თელავში, რთველის შტაბში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო და დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„24 აგვისტოდან რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. „რთველი 2022“-ის წარმატებით ჩატარების მიზნით, რთველის შტაბთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინაციაში ვიმყოფები. მსურს, რთველის შტაბში დასაქმებულ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო, რადგან კახეთის რეგიონი, მევენახეობა-მეღვინეობის მხარეა და სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდა თაობის მხრიდან ამ დარგის მიმართ დაინტერესება და მზაობა ასეთი მაღალია. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კახეთში „რთველი 2022“-ის წარმატებით ჩატარება გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყურძენზე სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან წელსაც განხორციელდება, ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული. წელს, კახეთში რთველი სტაბილურად უნდა ჩატარდეს და ჩაუბარებელი არცერთი კილოგრამი ყურძენი არ უნდა დარჩეს“,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში მცხოვრები 150-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა.

ახალგაზრდები, ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს