ყვარელში, სოფელ შილდის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის ტყეში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები ჩაერთო.

როგორც ყვარლის მერმა განაცხადა, ხანძრის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა რთული რელიეფი და ძლიერი სიცხე ცეცხლის სრულ ლოკალიზებას აფერხებს.

გივი ზაუტაშვილის თქმით, ძლიერი დაკვამლიანებაა, რადგან ცეცხლი ტყის ქვედა საფარზე ფოთლებს უკიდია.

„ვითარება უცვლელია, გავრცელების საშიშროება არ არის. შეუჩერებლად მუშაობენ მეხანძრე-მაშველები, სატყეო სამსახური და ადგილობრივები. ახლა თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე დანაყოფიც ჩაერთო“, - აცხადებს გივი ზაუტაშვილი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და გახდება თუ არა ავიაციის ჩართვა საჭირო, ამ ეტაპზე უცნობია. შილდის ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს