გარდაბნის მერმა სპორტული მოედანი გახსნა

გარდაბნის მერმა, დავით კარგარეთელმა გარდაბანში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტული მოედანი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო პერიოდში 10 ახალი მინი სპორტული მოედანი აშენდა, ხოლო 2 არსებულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„დღეს გარდაბანში, თბილწყაროს დასახლებაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა, მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, სამირ ხიალოვმა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი გახსნეს. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილი როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

სპორტული მოედანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოეწყო და მისმა ღირებულებამ 110,200 ლარი შეადგინა.

ადგილობრივ ახალგაზრდებს, სიმბოლურად, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები დაურიგდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს