რუსული მედიის ინფორმაციით, „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა

დღეს საღამოს, რუსულმა „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ არსებული გაუმართაობის გამო, ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა,- აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კომპანია სოციალურ ქსელში წერს, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების დროს საკომპრესორო სადგურზე, გაზსაქაჩ აგრეგატზე, ზეთის გაჟონვა დაფიქსირდა.

„გამოვლენილი დარღვევების გამო, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ „გაზპრომმა“ უკვე გაუგზავნა წერილი Siemens Energy AG-ის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, კრისტიან ბრუჩს.

„ჩრდილოეთის ნაკადი“ რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების ძირითადი მარშრუტია, რომელიც ივნისის შუა რიცხვებიდან შეზღუდვებით მუშაობს, 20 ივლისიდან კი მისი დატვირთვა 20 %-ს შეადგენს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად