„რუსთავის ფოლადში“ ინსპექტირების შედეგად, დარღვევები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შპს „რუსთავის ფოლადში" ადმინისტრაციული მიწერილობით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის ინსპექტირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიწერილობით, კომპანია ვალდებული იყო საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დაცვით განეხორციელებინა. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, საამქროში არსებული ძველი დანადგარები არ არის აღჭურვილი ასპირაციისა და გამწმენდი სისტემებით, რაც იწვევს არაორგანიზებულ გაფრქვევას ატმოსფერულ ჰაერში; ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობებზე დარღვეულია ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე დანადგარების ჰერმეტულობა; დარღვეულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები.

ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის