რუსთავის მერს ახალი მრჩეველთა საბჭო ჰყავს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მრჩეველთა ახალი საბჭო მოიწვია. მერის სათათბირო ორგანო, ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა, ნინო ლაცაბიძემ უკვე მიმდინარე და შესრულებული პროექტების პრეზენტაციით დაიწყო.

მერის ახალი სათათბირო ორგანო, სხვადასხვა პროფესიის იმ რუსთაველებით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსთავის განვითარებაში.

„ჩვენ დღეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. რუსთავი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რუსთაველების აზრის გაზიარება ამ პროექტების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა და ვფიქრობ, ამ ადამიანების გამოცდილება, სწორ მიმართულებას მოგვცემს იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც ერთად დავგეგმავთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ქალაქის ყოფილი მერები, მშენებლები, მეტალურგები, ექიმები, ქიმიკოსები, პედაგოგები, რომლებიც რუსთავის მერიის სათათბირო ორგანოში მუშაობას დღეიდან შეუდგებიან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო ინსტიტუტია. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული სახის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. შევეცდებით სწორი რჩევა მივცეთ, რომელსაც ვფიქრობ, რომ გაითვალისწინებენ", - განაცხადა რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ღვამბერიამ.

შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მერის სათათბირო ორგანო, კანონის შესაბამისად, მინიმუმ 3 თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.

ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
კახა ოქრიაშვილი - ჩვენ, ქართველებს არ გვეკადრება ისეთი ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ერი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავს
კომპანია „აზრმა“ BDO Digital-თან თანამშრომლობით ISO 27001 სტანდარტი დანერგა
ბაზისბანკის ინვესტიციით, მესტიაში სასტუმრო „ლილეო ინნ“ გაიხსნა
სიახლე მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლებისთვის
„შეცვალე“ – „პროკრედიტ ბანკი“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს