ეროვნული გვარდიის მეთაური - შილდაში, ხანძრის ქრობის პროცესში თუ თავდაცვის ძალების ტექნიკის ჩართვა გახდება საჭირო, მზად ვართ ჩავერთოთ, თუმცა ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის ტექნიკა უკვე ჩართულია

დღეს საღამოსთვის გვპირდებიან, რომ შილდაში ხანძრის შედარებით ლოკალიზება იქნება და ნახანძრალი ტერიტორიის ნორმალიზება მოხდება,- ამის შესახებ ეროვნული გვარდიის მეთაურმა ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად მეოცე კადრირებული ბრიგადის 201-ე და 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა იღებს მონაწილეობას.

„როგორც კი სოფელ შილდის მიმდებარედ კახეთის რეგიონში გაჩნდა ხანძრის კერები, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეოცე კადრირებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა დაუყოვნებლივ ჩაერთო ხანძრის ქრობის პროცესში. გუშინ, ასევე დაემატა მეოცე კადრირებული ბრიგადის 201-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა და 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობა. ეს არის ის შემადგენლობა, ვისაც გავლილი აქვთ მეხანძრე-მაშველების სპეციალური კურსი, ასევე, აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და ვფიქრობ, რომ ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებენ მეხანძრე-მაშველებთან ერთად მიმდინარე ღონისძიებებში. დღეს საღამოსთვის გვპირდებიან, რომ ხანძრის ლოკალიზება იქნება და ნორმალიზება მოხდება ნახანძრალი ტერიტორიის.

იმ შემთხვევაში თუ თავდაცვის ძალების შესაბამისი ტექნიკის ჩართვა გახდება საჭირო, ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ. თუმცა ამ ეტაპზე ეროვნული გვარდიის ის სპეცაღჭურვილობა და ტექნიკა, რაც ჩვენ გვაქვს, ადგილზეა და უკვე ამ ტექნიკით ჩართულები ვართ და ვმონაწილეობთ პროცესში“,- განაცხადა რომან ჯოხაძემ.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს