თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან სოფელ ზარდიაანთკარში იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფი ხაზის სოფლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეა ახვლედიანი გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც თეა ახვლედიანმა შეხვედრაზე განაცხადა, კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა. ამასთან, ზარდიაანთკარში საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან განიხილეს მათ წინაშე არსებული საჭიროებები და აქტუალური საკითხები.

„შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა; შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაცია. ამ მიზნით, გუშინ ვიმყოფებოდი ნიქოზში, დღეს კი ვეწვიეთ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ სოფლის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ ომით დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ზარდიაანთკაარში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციისა და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა მიიღო ფინანსური კომპენსაცია, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით, დაისახა სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის თანახმადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები ინდივიდუალურად, თითოეულ სახლთან მიმართებაში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ვფიქრობ, ზარდიაანთკართან მიმართებაში, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და მიმდინარე ძალისხმევა, არის საქართველოს მთავრობის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში მნიშვნელოვანი გზავნილი არა მარტო გამყოფი ხაზის მოსახლეობისთვის, არამედ კონფლიქტით დაზარალებული იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც დღესდღეობით იმყოფებიან გამყოფი ხაზის მეორე მხარეს, ოკუპირებულ რეგიონებში“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეა ახვლედიანი, სოფელ ზარდიანთკარს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძესთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა