კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, შილდაში ხანძრის ქრობის პროცესი ოპერატიულად მიმდინარეობს და შესაბამისი ორგანოები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ

ხანძრის ქრობის ღონისძიება ოპერატიულად მიმდინარეობს და ყველაფერს აკეთებენ შესაბამისი ორგანოები იმისთვის, რომ ცეცხლი დროულად იქნეს ლოკალიზებული და ლიკვიდირებული, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარზე განაცხადა.

როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, ცეცხლის ქრობის პროცესში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართულია თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.

„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამოსცა განკარგულება ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ჩართვის შესახებ. ჩართულია თავდაცვის სამინისტროს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, ჩართულია ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ოპერატიულად უზრუნველყოფენ ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამის შესახებ შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ კომენტარს. ხანძრის ქრობის ღონისძიება ოპერატიულად მიმდინარეობს და ყველაფერს აკეთებენ შესაბამისი ორგანოები იმისთვის, რომ ცეცხლი დროულად იქნეს ლოკალიზებული და ლიკვიდირებული“,- განაცხადა ალადაშვილმა.

კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.

მობილიზებულია, სახანძრო-სამაშველო და სხვა ტიპის სპეციალური ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური. ხანძრის ქრობის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაცია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს