ევროკომისარი - ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების -  ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს ენერგეტიკულ კონტრაქტებს

ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი პატივს სცემს არსებულ ენერგეტიკულ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ის ამას არ გააკეთებს, მზად არის, გამოწვევას გაუმკლავდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ჯენტილონიმ ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების. ჩვენ ვთხოვთ მათ, პატივი სცენ კონტრაქტებს, მაგრამ თუ ასე არ მოიქცევიან, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისთვის".

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში ასევე თქვა, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებას, რაზეც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

”განვიხილეთ, თუ როგორ უნდა შევქმნათ ფართო კოალიცია. დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრალია და სამხრეთ კორეა, შეიძლება დაინტერესდნენ ამ კოალიციაში გაწევრიანებით,” – აღნიშნა პაოლო ჯენტილონიმ.

შეგახსენებთ, რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, რის მიზეზადაც საკომპრესორო სადგურზე არსებული გაუმართაობა დაასახელა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია