აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, ბათუმში, ე.წ. რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში დოკუმენტაცია შესული არ არის

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მაია ხაჯიშვილის განცხადებით, ბათუმში, ე.წ. რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში და რესურსცენტრში დოკუმენტაცია შესული არ არის.

როგორც ხაჯიშვილმა ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, თუ კანონმდებლობის დარღვევა დაფიქსირდება, სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

“აკრედიტაციის თაობაზე ინფორმაცია სამინისტროში და არც რესურსცენტრში არ არის შემოსული. ამ ეტაპზე სამინისტრო აგრძელებს მუშაობას უკრაინული სკოლის გაძლიერებაზე და ათასამდე ბავშვს მოვემსახურებით შემოდგომაზე. საგანმანათლებლო საქმიანობა, საჭიროებს აკრედიტაციას, ჩვენი ინფორმაციით, არანაირი დოკუმენტაცია აკრედიტაციაზე წარმოდგენილი არ არის. ინფორმაცია მასმედიის საშუალებით დღეს გავრცელდა და გადამოწმდება. თუ ადგილი აქვს კანონმდებლობის დარღვევას, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. საგანმანათლებლო პროცესისთვის უქმე დღეებია და შესაბამისად, ჯერ ვერ გადამოწმდება. რეაგირება განსაზღვრულია კანონმდებლობით, თუ ეს არის კანონის მიღმა საქმიანობა, ბუნებრივია, იქნება შემდგომი რეაგირება”,- განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცოტა ხნის წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, School Club Georgia ავტორიზებული არ არის და მას საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა“ საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის უწყებას უკვე მიმართა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე