ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ტყეში ხანძარია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ზემო ხეთის თემში ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია მეხანძრე-მაშველთა შესაბამისი ძალები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.