"ტერაბანკის", სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ხელშეწყობით, „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტის“ ახალი საწარმო აშენდა

"ტერაბანკმა" სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესსაქმიანობების მხარდაჭერის ფარგლებში, მცხეთაში, სოფელ წილკანში, „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტის“ ახალი საწარმოს მშენებლობა დააფინანსა. პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამებთან თანამშრომლობით განხორციელდა.

„ჯორჯიან ნატურალ პროდუქტი“ 2011 წლიდან ტრადიციულ სუნელებს, საკმაზებსა და მდოგვს, ტყემლისა და ტომატის საწებლებს, ძმრისა და ზეთის სხვადასხვა სახეობას, მჟავეულსა და მწნილებს ქართული, მაღალი ხარისხის, ბუნებრივი ინგრედიენტებით აწარმოებს. შიდა ბაზარზე გაყიდვების გარდა, კომპანიის პროდუქცია ექსპორტზეც გადის და მისი შეძენა აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ჩინეთშია შესაძლებელი.

ადგილობრივი წარმოების დაწყება ილია ზედელაშვილს ქართული პროდუქტის გემოვნურმა თვისებებმა და ნატურალური საკვების დეფიციტმა უკარნახა. გადაწყვიტა, ისეთი პროდუქცია შეექმნა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც პოპულარული გახდებოდა. „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტის“ ბრენდით პირველად აჯიკის რეალიზაცია დაიწყო, მოგვიანებით კი, მას სვანური მარილიც დაუმატა. დღეს კომპანია უკვე პროდუქციას 5 კატეგორიაში აწარმოებს.

„მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციების შეთავაზებაზე. მაგალითად, ასეთ პროდუქტად მშრალ საცივს, ფეიხოას საწებელსა და ჯემს დავასახელებდი. ახლაც ვგეგმავთ ისეთი ნაწარმის შექმნას, რომელსაც, ამ პროდუქტების მსგავსად, ბაზარზე კონკურენტი არ ეყოლება“, - ამბობს „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტის“ დირექტორი ილია ზედელაშვილი.

პროდუქციის გამრავალფეროვნებაში ილია ზედელაშვილს ახალი საწარმო დაეხმარება, რომლის მშენებლობისთვის "ტერაბანკისგან" დაფინანსება საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში მიიღო. სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის უზრუნველყოფის გარანტია - გაცემული სესხის 90% გამოყო, პროცენტს კი ილია ზედელაშვილს სოფლის განვითარების სააგენტო უფინანსებს.

„ტერაბანკი" ჩემთვის ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული საუკეთესო ურთიერთობის მაგალითია. მას კომპანიის განვითარებასა და ბიზნესის გაფართოებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ვფიქრობ, დასახული გეგმების განხორციელებაშიც ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნავს ილია ზედელაშვილი და იმედოვნებს, რომ ახალი საწარმო „ჯორჯიან ნატურალ პროდუქტს“ წარმოების გაფართოებისა და მომხმარებლებისთვის კვლავაც მრავალფეროვანი, ხარისხიანი ასორტიმენტის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.

"ტერაბანკი" სტრატეგიული მიმართულების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში, ბიზნესკლიენტებს სხვადასხვა კუთხით ეხმარება. მათ შორისაა როგორც ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება, ისე საქმიანობების განვითარებისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით, "ტერაბანკი" მჭიდროდ თანამშრომლობს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და, ასევე, სოფლის განვითარების სააგენტოსთან, რომელთა მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებიც ბიზნესებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებასა და გირაოს მხარდაჭერას გულისხმობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო