პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს - სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს

„ქართული ოცნება“ სიბრიყვეში გაჯიუტებას აგრძელებს - სურს, რომ ტოტალური მოსმენის არსებული პრაქტიკა დააკანონოს და ლეგალურ ჩარჩოში მოაქციოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იოსებ გოგაშვილის ფაილები და მანამდე სასულიერო პირების მოსმენებზე სუს-იდან გამოჟონილი მასალები ადასტურებს, რომ ადამიანებს ტოტალურად უსმენენ.

„არ ისმენენ ვენეციის კომისიის შეფასებას, სადაც საუბარია, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რა პოზიტიურ ინტერესს ემსახურება ძალოვანი უწყებებისთვის მოსმენის ვადისა და პირთა წრის გაფართოება. ასეთ დასაბუთებას ვერ ვხედავთ და აკეთებენ განცხადებებს, რას ვაშავებთო. მე გეტყვით, რომ მართლა არაფერში სჭირდება ეს „ქართულ ოცნებას“. გოგაშვილის ფაილებმა, მანამდე სასულიერო პირების მოსმენების გამოჟონილმა ფაილებმა პირდაპირ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ამ კანონით კი არ უსმენს ტოტალურად ადამიანებს, არამედ უსმენს ამ კანონის მიღმა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კანონით სურთ ტოტალური მოსმენის პრაქტიკა რაც არსებობს, დააკანონონ და ლეგალურ ჩარჩოში მიაქციონ“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადების თაობაზე მიღებულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს განხილვას იწყებს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე სალომე ზურაბიშვილის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს 5 სექტემბრის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო