თურქეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში, ევრობასკეტზე მატჩის შემდეგ მათ თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებით იმუქრებიან

თურქეთის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში, ევრობასკეტზე მატჩის შემდეგ მათ თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებით იმუქრებიან. ამის შესახებ sportall.ge წერს.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხა, მატჩის დროს ჩხუბის გამო მსაჯმა დუდა სანაძე და კორკმაზი გააძევა, ბოლოს კი მეტოქის მწვრთნელი ატამანიც.

როგორც თურქეთის წარმომადგენლები აცხადებენ, დაპირისპირება გასახდელისკენაც გაგრძელდა.

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა.

„მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ და აგრეთვე პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ“, - განაცხადა თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ხარვეზი დაფიქსირდა: „გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემგზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს, განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ფიბას რეაგირებას დაელოდებიან“.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს