ხატია დეკანოიძე - ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა - უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას

ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა, უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ყველა ის ადამიანი საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მორიგი სამართლებრივი დავა სინგაპურში დღეს იწყება.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი საეჭვო კალათაში უკრაინასთან დაკავშირებული პოზიციის გამო აღმოჩნდა.

ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად რუსული ყაიდის ბოლო ოლიგარქია, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. მთავარი ამოცანაა ოლიგარქის დასანქცირება. იგი ნაწილობრივ არის სანქცირებული, მათ შორის, შვეიცარიული ბანკის მიერ, რომელმაც მისი კაპიტალი საეჭვო კალათაში გადააგდო. ეს ნიშნავს, რომ უკრაინასთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამო არის იგი საეჭვო კალათაში.

ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა, უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ის ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას.

ეს არის ძალიან მყარი პოზიცია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, რომ ასეთი პოზიცია ექნება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორს. შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალის საეჭვო კალათაში გადაგდება მოხდა მხოლოდ იმ პოზიციის გამო, რომელიც აქვს მას. ასევე, იმ კაპიტალის საეჭვო წარმომავლობის გამო, რომელიც აქვს. არავის დავიწყებია, რომ ის იყო „გაზპრომის“ აქციონერი. არავის დავიწყებია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი კაპიტალი რუსეთში იყო მოგროვებული“, - აღნიშნავს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს, შვეიცარიული Credit Suisse-ის ადგილობრივი განყოფილების - CS Trust-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის სასამართლო პროცესი დაიწყება. ივანიშვილის პრეტენზიების ჯამური ოდენობა ბანკის სტრუქტურების მიმართ სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდის შტატებში 800 მილიონი დოლარია, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მან ეს თანხა Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის ქმედებით დაკარგა.

Bloomberg-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი სასამართლო პროცესის გახსნის დღეს ვიდეო ჩართვით მისცემს ჩვენებას. 2022 წლის მარტის ბოლოს, ქართველმა მილიარდერმა ბერმუდის შტატში იმავე საკითხზე Credit Suisse-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო. ბანკმა მას დაახლოებით 500 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

როგორც Bloomberg-ი წერს, ბერმუდის სასამართლო პროცესი არის ერთგვარი გასაღები მილიარდერსა და ბანკს შორის დაპირისპირებაში, რადგან ამან შეიძლება შექმნას პრეცედენტი - ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ის დაზარალდა ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის ქმედებებით. ეს უკანასკნელი 2018 წელს თაღლითობისთვის გაასამართლეს, 2019 წელს გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა. ლესკადრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, კლიენტების ფულის ხარჯზე მან ზარალის დაფარვა დაიწყო.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს