BTU-ს ჩართულობით ქალი აგრო მეწარმეებისთვის აქსელერაციის პროგრამა იწყება

სილიკონ ველი თბილისი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, USAID-ის მხარდაჭერით ქალი აგრო მეწარმეებისთვის აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამა აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება 18-დან 42-წლამდე ქალებს შეუძლიათ. მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ ისინი უკვე მოღვაწეობდნენ აგროსექტორში და საკუთარ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციით იყვნენ დაინტერესებულნი.

პროგრამის მიზანია, ბენეფიციარები აგრიტექის მიმართულებით არსებულ ინოვაციებსა და ტენდენციებს გაეცნონ, სტარტაპის შექმნისა და განვითარების ეტაპები შეისწავლონ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოემზადონ.

აღმოსავლეთ საქართველოში ჯამში 30 ბენეფიციარი 2 ეტაპად გადამზადდება აგრიტექის მიმართულებით.

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმებია: ბიზნესს/სტარტაპს ჰყავდეს ქალი დამფუძნებელი და აკმაყოფილებდეს ასაკობრივ ზღვარს.

3-კვირიანი ინტენსიური გადამზადების პარალელურად, ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალურად შეხვდნენ მენტორებს და მიიღონ წვდომა სასწავლო მასალებზე სრულიად უფასოდ.

პროგრამის ბენეფიციარები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებით: მეწარმეობა, სტარტაპი, სამეწარმეო/სტარტაპ გარემო საქართველოში, გზები ბიზნესიდეამდე, იდეის წარდგენა და განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, აგროსექტორის პრიორიტეტული მიმართულებები, ციფრული ტექნოლოგიები აგრობიზნესში, ხელოვნური ინტელექტი აგრობიზნესში, სურსათის უვნებლობა და სტანდარტები, ელექტრონული კომერცია, ფინანსებზე წვდომა, ბიუჯეტის მომზადება, მარკეტინგული სტრატეგია, ბრენდინგი, ინვესტორებთან ურთიერთობა და სხვა.

პროგრამის განხორციელება 10 ოქტომბერს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყება.

აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია მოცემული სარეგისტრაციო ფორმის შევსება, სამოტივაციო წერილის ატვირთვა და ფინალური გასაუბრების გავლა.

მათ, კი ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ პროგრამაში მონაწილეობა და საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრება სურთ, აღნიშნული ფორმა უნდა შეავსონ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო