სოსო გოგაშვილი - „ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია - ე.წ. დეპუტატებს, ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან „დაიგინონ”

„ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა, ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან „დაიგინონ”, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მორიგ მიმართვაშია საუბარი.

მიმართვაში სოსო გოგაშვილი „საქართველოს სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთ მაგალითზე“ საუბრობს.

„ქართული ოცნება“ არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა, ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან, ამიტომაც მზად არიან “დაიგინონ”, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის „დაიგინოს“, ვურჩევ, ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას გაეცნონ.

ალბათ, ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის მკაცრი პასუხი გაეცათ. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები ქვეყნიდან გააძევეს.

მოლაპარაკებების შედეგად, საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლიდარობის აქციაში ჩართვა. პირადად მე იმ სპეცაგენტების სია დამევალა, რომლებიც შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში მუშაობდნენ. გავაკეთეთ 10 კაციანი სია, (“ფსბ”, “გრუ” და “ევრ”) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გომელაურს გადავეცი, რათა საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეგზავნა, თუმცა სია შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში გადაიგზავნა. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის საელჩოში მუშაობდა, მაგრამ კავშირში სპეცსამსახურებთან არ იყო და დიპლომატის სტატუსი არ ჰქონდა. რიგითი თანამშრომელი იყო. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა “ქოცებმა” კარგი მუშაობისთვის “შეგვაქეს” და გვითხრეს, რომ ეს ქალბატონი გაგვეძევებინა. თავის მხრივ, რუსეთმა ნამდვილი დიპლომატი გამოგვიძევა. თქვენი უცხოელი პარტნიორები ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს მიხვდნენ, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია, ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება“, - წერს სოსო გოგაშვილი.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად