რეზო ხარაზი - აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა

ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა.

რეზო ხარაზი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, სურსათზე, წყალსა და საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხელისუფლებას მიმართავს.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მონაცემები გამოქვეყნდა. მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომელშიც მძიმე სოციალური მდგომარეობა არის ასახული: სურსათზე, საწვავზე, წყალსა და სხვებზე ფიქსირდება ფასების ზრდა. „საქსტატი“ ეკონომიკაში მძიმე რეალობას ასახავს. უფრო მძიმე მდგომარეობაა საზოგადოებაში. აჭარის მთავრობა განცხადებებს თუ გადავხედავთ, ისინი რეალობას აცდენილი არიან. 15,8 პროცენტით არის გაზრდილი სხვადასხვა სასურსათო პროდუქტზე ფასები. ამ ფონზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს და მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი თანაქალაქელების ცხოვრების გაუმჯობესებაზე იზრუნებს. აჭარაში სოციალური მდგომარეობა მძიმეა. ამ ყველაფერს იწვევს, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა, ის თანხები, რომელიც ხალხზე უნდა იყოს მიმართული, მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახებზე“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს