ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე  ე.წ. რუსულ სკოლაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. რუსულ სკოლაში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველებმა განუცხადეს.

მათი თქმით, სასწავლო დაწესებულებაში მოზარდები იმყოფებიან და სწავლის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გასაუბრება მედიის წარმომადგენლებმა სცადეს, თუმცა მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმში, ე.წ. რუსული სკოლის გასახსნელად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად სამინისტროში და რესურსცენტრში დოკუმენტაცია შესული არ არის.

როგორც ხაჯიშვილმა ჟურნალისტებს საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, თუ კანონმდებლობის დარღვევა დაფიქსირდება, სამინისტრო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

როგორც ცნობილია, საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
წინანდლის მამული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს