რუსთავში მეტალურგიული საწარმო „რუსელოისის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

რუსთავში მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები შრომითი უსაფრთხოების ნორმებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცნენ. გაფიცული მუშების განცხადებით, საწარმოში დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმები, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, ამასთანავე არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და ხელფასებიც მინიმალური აქვთ.

როგორც „ინტერპრესნიუსთან" საუბარში საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, დღეისთვის „რუსელოისი" თანამშრომლების გაფიცვის გამო გაჩერებულია.

„გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამედიცინო დაზღვევა და ხელფასების 50%-ით გაზრდაა. დღეისათვის მათი მაქსიმალური ხელფასი 700-800 ლარამდეა, მუშაობენ საშინელ მტვერში და გამონაბოლქვში ყოველგვარი სპეცტანსაცმლისა და ეკიპირების გარეშე", - აცხადებს დოლაბერიძე.

„რუსელოისის" წარმოების დირექტორის, ბიძინა მინდელის განცხადებით, მსოფლიოში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო საწარმო წაგებაზე მუშაობს, სწორედ ამიტომ ხელფასების გაზრდას ამ ეტაპზე ვერ განახორციელებენ, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, მისი თქმით, ზედმიწევნით ასრულებენ შრომის ინსპექციის მითითებებს, რომელიც შემოწმების შედეგად იქნა გაცემული.

„სამწუხაროდ, მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისის გამო, ჩვენ ამ ეტაპზე წაგებაზე ვმუშაობთ და ხელფასების 50%-იან ზრდას ვერ განვახორციელებთ, თუმცა ხელფასთან ერთად მუშებს ყოველთვიურად ვაძლევთ 20%-იან დანამატს. ამ სიტუაციაში ასევე ტვირთად გვაწევს სახელმწიფოს წინაშე გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულება, ჩვენ შევიძინეთ ფილტრაციის სისტემა და ყველა თავისუფალი ფინანსური რესურსი იქნა ამისკენ მიმართული. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, შრომის ინსპექციის დასკვნაში მითითებულ პუნქტებს ვასრულებთ, შევიძინეთ სპეცტანსაცმელი. მუშებს სამედიცინო დაზღვევა არ აქვთ, თუმცა თითოეულ თანამშრომელს რეგულარულად ვუტარებთ სამედიცინო შემოწმებას და ხარჯებს ჩვენ თავზე ვიღებთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ბიძინა მინდელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს