ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. მმართველი "კონსერვატიული პარტიის" კენჭისყრაში მან მისი მოწინააღმდეგე, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რიში სუნაკი დაამარცხა.

ამომრჩეველთა აქტივობამ 82.6% შეადგინა. ლიზ ტრასმა 81 326, ხოლო ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კი 60 399 ხმა მიიღო.

ის ხვალ ბალმორალში, შოტლანდიაში დედოფალთან შესახვედრად გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნება.

ლიზ ტრასის თქმით, მისთვის პატივია „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად არჩევა. მან მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მხარდამჭერებს. მან ასევე ახსენა ბორის ჯონსონიც.

„ჩემი მეგობარი, ბორის ჯონსონი. ბორის, თქვენ დაასრულეთ ბრექსითი. თქვენ შეუწყვეთ ვაქცინის შექმნას ხელი, თქვენ წახვედით ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. თქვენ პატივს გცემენ კიევიდან კარლაილამდე. მეგობრებო და კოლეგებო, გმადლობთ ნდობისთვის, რომ გავუძღვები "კონსერვატიულ პარტიას", უდიდეს პოლიტიკურ პარტიას დედამიწაზე“,-განაცხადა ლიზ ტრასმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო