თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

თანამედროვე აგრორეგიონის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გზამკვლევი დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, ევროკავშირისა და UNDP - ის მხარდაჭერით ხორციელდება.

თეთრიწყაროს მინიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით.

,,სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია და რეკომენდაციები შემუშავდა, რომელიც აგრო და აგროტურიზმის მიმართულებით თეთრიწყაროს ძლიერი მხარეების, სტრატეგიული და პრიორიტეტული სასოფლო-სამეურნეო წარმოებების გამოკვეთას გულისხმობს. გზამკვლევი გახდება დასაყრდენი დოკუმენტი აღნიშნული სფეროების სწორი განვითარებისთვის.

მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის ზრდა-განვითარება ერთიორად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას" - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, სამუშაო ჯგუფის წევრი დეპუტატები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს