ლინას ლინკევიჩუსი - ოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ვიღაც არ არის არჩეული და ფარულად მართავს - მე არ ვასახელებ სახელებს, ეს თქვენ უკეთ იცით

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, წლების წინ მას ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის საკმაოდ რაციონალურად აზროვნებს. ლინკევიჩუსმა გამოთქვა იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს ესმის რა არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი.

ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, მისი აზრით, ნიშნავს თუ არა დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციასაც.

„დეოლიგარქიზაციაც არის ერთ-ერთ 12 პუნქტთაგანი. მე მოვისმენე, რომ შესაბამისი კანონი მომზადდა, არ ვიცი რა არის ამ კანონის შინაარსი. 12 პუნქტიდან ყველა უნდა შესრულდეს. ოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ვიღაც არ არის არჩეული და ფარულად მართავს, თქვენ ეს ჩემზე უკეთ იცით და ეს არ არის დემოკრატია. მე არ ვასახელებ სახელებს, ეს თქვენ უკეთ იცით.

მე დავუსვი კითხვა ჩემს კოლეგებს და მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა პოლიტიკას. არ ვიცი, თავად განსაჯეთ, ეს მასზეა დამოკიდებული, მე მქონდა მასთან საუბრის შესაძლებლობა, ის საკმაოდ რაციონალურად აზროვნებს და ვიმედოვნებ, რომ მას ასევე ესმის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების“,- განაცხადა ლინკევიჩუსმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო