ელენე ხოშტარია - საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა უკრაინაში, რომელსაც საგარეო უწყება და ანტიკორუფციული სააგენტო ხელმძღვანელობს, ივანიშვილი და მისი საყრდენები დასასანქცირებელთა სიაში დასაბუთებულად შეიყვანა

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, „პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვის წევრები ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო უნდა დასანქცირდნენ“.

მისივე თქმით, მათი დასანქცირება არ არის მხოლოდ უკრაინის მიერ გამოთქმული სურვილი და პორტალი, რომელზეც ამ ადამიანების გვარები განთავსდა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რომელსაც ყურადღებას საერთაშორისო პარტნიორები აქცევენ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, დოკუმენტში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის კრემლთან პირდაპირ კავშირებზე, „რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ოლიგარქიული მმართველობა ამ ხალხის მეშვეობით უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას იღებს“.

„საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა უკრაინაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო ხელმძღვანელობს, ოლიგარქი ივანიშვილი და მისი საყრდენები დასასანქცირებელთა სიაში დასაბუთებულად შეიყვანეს. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის გარდა, ალექსანდრე ივანიშვილი, ირაკლი რუხაძე, ტიტე მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, დავით ხიდაშელი, ვანო ჩხარტიშვილი, გიორგი კაპანაძე, ლევან ვასაძე, ქეთევან ხარაიძე, სულხან პაპაშვილი. ეს არის ის ხალხი, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას არაფორმალურად, ოლიგარქიულად მართავს, ამ ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ანგრევს.

ეს არ არის უბრალოდ უკრაინის მიერ გამოთქმული სურვილი. ეს პორტალი, რომელზეც ამ ადამიანების გვარები განთავსდა, არის საერთაშორისო დიდი ავტორიტეტით მოსარგებლე პორტალი. ამას ყურადღებას აქცევენ პარტნიორები და ამით ხელმძღვანელობენ, როდესაც უკვე საბოლოო საქნცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ. ვგულისხმობ, ამერიკას, ევროკავშირს, ბრიტანეთს და სხვა ჩვენ დასვლელ პარტნიორებს.

ამ სიაში განთავსება უკვე ძალიან დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებ ყველა ამ ადამიანს მათ საქმიანობაში და ამგვარად მათ უკანონობის კეთების გარკვეულ არეალს ზღუდავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადებაში პირდაპირ საუბარი არის, რომ ეს ხალხი ომის დროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობის გამო სანქცირდება. ეს არის ოფიციალურად დასაბუთებული პოზიცია, რაც არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა ეს რეალობა ჩვენ ვიცით და სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ ხალხის სანქცირებაზე ვმუშაობთ და ვიმუშავებთ.

ასევე, საუბარია ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ კავშირებზე ევტუშენკოვთან, პოლტავჩენკოსთან. ანუ კონკრეტული კავშირები კრემლთან, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ოლიგარქიული მმართველობა ამ ხალხის მეშვეობით უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში მონაწილეობას იღებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი დეოლიგარქიზაციისკენ. რა თქმა უნდა, მთავარი ნაბიჯები უნდა გადავდგათ ჩვენ, აქ, ჩვენი პროტესტით და მიუღებლობით მსგავსი მმართველობის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები, უკრაინელები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს დემოკრატიის და ევროპული პერსპექტივის გვერდით,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა