კარა მაკდონალდი - ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას - არ ვიცი, როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გადადგით ის 12 ნაბიჯი, მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას - ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აქვს. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გადადგით ის 12 ნაბიჯი, გადადგით ეს ნაბიჯები სერიოზულად და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კარა მაკდონალდმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა და მისმა გუნდმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს ქვეყანაში ერთიანობის ხელშესაწყობად. კარა მაკდონალდის თქმით, ელჩ დეგნანს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს.

„მე აქ ვარ, რათა მხარი დავუჭირო უკრაინისადმი მიძღვნილ კონფერენციას, რათა გამოვხატო მხარდაჭერა თავად უკრაინის და ასევე საქართველოს მიმართ. პრეზიდენტ ბაიდენს სჯერა, რომ დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის ბრძოლა 21-ე საუკუნის განმსაზღვრელი მოვლენაა. არ არსებობს ავტორიტარიზმის მიერ შექმნილი საფრთხეების იმაზე დიდი ან იმაზე უხეში მაგალითი, ვიდრე რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი, არაკეთილსინდისიერი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ ყველა აქ ვატარებთ უკრაინის სიმამაცის მხარდაჭერის სულისკვეთებას. დღეს შევხვდი რამდენიმე უკრაინელ ლტოლვილს, რომლებმაც გამოუთქმელი საშინელება გამოიარეს რუსეთისა და მისი წარმომადგენლების ხელში საფილტრაციო პროცესისას. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე პასუხისმგებლობის დაკისრება. რა თქმა უნდა, ქართველებისთვის უცხო არ არის, რასაც უკრაინელები განიცდიან, რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მესიჯის კიდევ ერთხელ გამეორება: პირველი არის სოლიდარობა ქართველების მიმართ ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი სწრაფვაში. ჩვენ ბევრი ჩავდეთ ამაში. ჩვენ ვართ ამ პროცესის პარტნიორები და მზად ვართ დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესის განმავლობაში, მაგრამ ამის გასაკეთებლად საჭიროა ერთიანობა. ერთიანობა არის ის, რისიც ავტორიტარებს ეშინიათ, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს წაიყვანს თავისი მისწრაფებისკენ, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა. ასევე, მინდა აღვნიშნო და შევაქო ჩვენი საელჩო საქართველოში და ელჩი დეგნანი და მისი გუნდი, რომელიც ურთიერთქმედებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნეს ლიდერებთან, ხელისუფლებასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან, რათა გაამყაროს ერთიანობა. ვაშინგტონიდან მას აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. მან და მისმა გუნდმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს აქ და სწორედ ეს არის, რასაც ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ხელი შეუწყოს ერთიანობას და ამაში ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აქვს. არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა, არ ვიცი როდის გაჩნდება კიდევ ასეთი შანსი, ამიტომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და გადადგით ის 12 ნაბიჯი, გადადგით ეს ნაბიჯები სერიოზულად და მიიყვანეთ ბოლომდე ქართველი ხალხის გამარჯვებისთვის“,- განაცხადა კარა მაკდონალდმა.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი