კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, გიორგი ალადაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მერ, ლევან ანდრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ საჭიროებებს, გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

გიორგი ალადშვილმა აღნიშნა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების მოგვარების მიზნით, აქტიურად იქნება ჩართული, რათა ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველ რგოლთან კოორდინირებული მუშაობით, გონივრულ ვადებში გადაიჭრას მოსახლეობის წინაშე არსებული თითოეული პრობლემა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

თელავის მსგავსად, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში გამართავს და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნობა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა